იმის ნაცვლად, მოთხოვნებს დავემორჩილოთ, რაიონებში დავდივართ, ახლობლებს და მთელ ქვეყანას პრობლემებს ვუქმნით

ხალხნო, თვითიზოლაცია ან კარანტინი, ეს არ არის შვებულება, რომელიც მოგზაურობაში უნდა გაატაროთ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

„იმის ნაცვლად, რომ მოთხოვნებს დავემორჩილოთ და სახლში დავსხდეთ: რაიონებში დავდივართ, ახლობლებს ვინახულებთ, მათ და მთელ ქვეყანას პრობლემებს ვუქმნით;
მთავარ თემად ვაქციეთ, ვინ წინ დაჯდეს და ვინ უკან. რა თქვენი საქმეა?

როგორ ფიქრობთ, სხვებს არ აქვთ წასასვლელი და მოსავლელი?

ასეთი რამ გინახავთ, ყველა ყველაზე ჭკვიანია?

ხალხნო, თვითიზოლაცია ან კარანტინი, ეს არაა შვებულება, რომელიც მოგზაურობაში უნდა გაატაროთ.

საძინებელი ➡️ სამზარეულო ➡️ მარკეტი ➡️ სამზარეულო ➡️ საძინებელი. შუალედებში, – წიგნი, ფილმი, ტრენაჟორი და სხვა აუცილებელი მოთხოვნილებები!!

#დარჩისახლში, ანუ სახლში და არა გაემგზავრე მოგზაურობაში “,-წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: