მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს 1500 ტიტა აჩუქეს

გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის 1 500 ტიტა მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს. წითელ ტიტებს თან ჰქონდათ ბარათები წარწერებით: “გვეამაყებით, ჯანმრთელობას გისურვებთ!”; “ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია, გვეამაყებით, მადლობა!”

იდეის ერთ-ერთი ავტორი, სოფო ახალაიას თქმით, მეგობრებმა ტიტების შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კაკო ჯეირანაშვილის შესახებ ფეისბუქზე ინფორმაცია გავრცელდა. მათ საერთო ჯგუფი გააკეთეს, ფული შეაგროვეს და ნაყიდი ტიტები თბილისში სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს.

“ჩვენი მთავარი მიზანი იყო დავხმარებოდით მოხუცს, რომელმაც იშრომა, რომ კვლავ ჰქონდეს იმის სურვილი განაგრძოს ბევრი ლამაზი ყვავილის დათესვა. თითოეული ადამიანის შრომა ჩვენთვის ძვირფასია. ასევე შეუფასებელია იმ მედპერსონალის შრომა, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლეს რისკავს. ეს იყო მიზეზი, დაგვენახებინა ადამიანებისთვის რომ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ”, — ამბობს სოფო ახალაია.

Facebook Comments
%d bloggers like this: