პირველადი ჯანდაცვის არ არსებობა, ბენდუქიძის რეფორმამ გაანადგურა-ზაზა წერეთელი

ეტონეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზაზა წერეთელი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს

,,კორონავირუსმა გზის საყარზე დააყენა მთელი მსოფლიო. დღითი დღე უფრო აშკარა ხდება, რომ ჩინეთმა დამალა ინფორმაცია ეპიდემიის დასაწყისის, მისი მიმდინარეობის და სიმპტომების და დაავადებულთა და სიკვდილიანობის შესახებ. ამასვე წამოეგო და ძალზედ სუსტი ზომები მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. მსოფლიომ ვერ დაიჯერა რომ ჩინეთს შეეძლოა ასე მოქცეულიყო (თუმცა გულის სიღრმეში ალბათ ასე ფიქროდა), მიენდო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრს და..კატასტროფული შედეგი სახეზეა.

ახლა ყველა ქვეყანა ცდილობს და ებრძვის ვირუსს, რომლის შესახებაც არაფერი იცის ჯერ კიდევ, და ყოველდღიურად ეძებს გამოსავალს. შესაბამისად არავის ჯერ არ აქვს მოძებნილი ის საშუალება რაზეც შეიძლებოდა თქმულიყო რომ მალე სიტუაციის გაუმჯობესებას უნდა ველოდეთ. მოკლედ, სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ქვეყნებიც ცდილობენ ამის მიხედვით იმოქმედონ.

სწორედ ამიტომ არის არა მარტო გასაკვირი, არამედ სამწუხარო ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები ცდილობენ ა)პარტიულ ჭრილში გადაიტანონ ამ სიტუაციის მართვის განხილვა და ბ) პროფესიული რჩევებიც პარტიულად მოგვახვიონ თავს. ეს შეტევა ე.წ სწრაფი ტესტების შესახებ…არავინ არაფერი იცის ჯერ დაზუსტებით, არავინ…გუშინ კოლეგებს ვესაუბრებოდი სტოკჰოლმსა და ჟენევაში, რომლებმაც მითხრეს რომ მიუხედავად იმისა რომ უამრავი ხმა გაისმის ტესტირების შესახებ, რეალობა ის არის რომ ა) ტესტების ასეთი რაოდენობა არ არის მსოფლიოში და ბ) დაიწყეს უამრავი ტესტის გამოშვება, რომლის ხარისხზე საუბარი შეუძლებელია. გ) როდესაც საუბრობ სხვა ქვეყნებზე, რომელბიც ამ მეთოდს იყენებენო, ალბათ ისეც უნდა მიღო მხედველოაბში რომ მათ სრულიად სხვა სახის და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ და მათთან არ იყო ისეთი პარტია, როგორც ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა გაანადგურა. შესაბამისად, იმის ძახილი რომ საქართველო ახლა შეცდომას უშვებს რომ ეს ტესტირება მაქსიმალურად არ ხდება, არის თითიდან გამოწოვილი და მხოლოდ ამ პარტიის (ნაციონალური) ინტერესებს ესადაგება. 90 მილიონიანმა ვიეტნამმა, მაგალითად, არ დანერგა იგივე სისტემა რაც კორეამ (რასაც ნაც. პარტია გვიკიჟინებს) ისენიც აკეთებენ მხოლოდ იზოლაციას და კონტაქტების აქტიურ მოძიებას და ტესტირებას. ამ მომენტისათის მათ მხოლოდ 237 შემთხვევა აქვთ და არცერთი სიკვდილიანობა. ასე რომ ტესტირების ამბავიც ძალზეც სპეციფიურია და არ არის ერთადერთი გამოსავალი, როგორც ამას ნაც.პარტია გვეუბნება.

ის ფანტასტიური აზრი, რომელიც ვაშაძე ჯუნიორმა განაცხადა, რომ მათ გააკეთეს გათვლები და თუ მათ ენდობოდნენ უკვე 12 აპრილისთვის სიტუაცია იქნებოდა მართვადი…აშკარად ნობელის პრემიაზე მიდიან, რადგან მსოფლიოს ვერცერთმა ცნობილმა ეპიდემიოლოგმა ჯერ ვერ გააკეთა ზუსტი გათვლა, იმდენად არაფერი არ არის ცნობილი ამ ვირუსზე…ესენი კი, ვერ გამოვიდნენ ნაციონალური ხიბლიდან, სადაც დღეებით გვეუბნებოდნენ როდის გაძლიერდებოდა საქართველო. როდესაც შენი მოქალაქის შეგნება არ არის ისეთი რომ დარჩეს სახლში, როცა სიმპტომები აქვს, ალბათ სჯობს ამაზე იმუშვაო, ვიდრე უხარისხო ტესტით მათ მისცე უარყოფითი პასუხი და საშუალება ლომჯარიას დახმარებით გიჩივლოს, რატომ მტოვებენო სახლშიო .

ქართულ ჯანდაცვას უამრავი პრობლემა აქვს, თუნდაც პირველადი ჯანდაცვის არ არსებობა (რომელიც ბენდუქიძის რეფორმამ გაანადგურა) და ღმერთმა არ ქნას ჩვენთან ისე გაუარესდეს სიტუაცია რომ პირველადი ჯანდაცვის არარსებობამ კიდევ უფრო დაგვიმძმოს იგი. ისეც სამწუხაროა რომ ბოლო წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით. მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ყოველდღე სიურპრიზი გველოდება სჯობს პროფესიონალები ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ და იმსჯელონ სიტუაცია როგორ იმართოს, ვიდრე ქვეყანას უკიჟინო და პოპულიზმით დაკავდე. მაგალითისათის, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს კარანტინის და იზოლაციის რეჟიმი? შეიძლება თუ არ შერბილდეს ეს პირობები? როდი და რა დროით? რამდენჯერ შეგვიძლია გავამძაფროთ ან შევარბილოთ ეს პირობები? რა გავაკეთოთ რომ პირველადი ჯანდაცვის არარსებობისას, მაინც მოვახერხოთ სიტუაციის მართვა. რა ნაბიჯები გადაიდგა პიველადი ჯანდაცვის სისტემის მოსაძლიერებლად. მოკლედ მოხდეს სხავადასხვა სცენარებზე მსჯელობა, თუნდაც იგივე ეკონომიური სიტუაციის გათვალისწინებით.

და კიდევ კარგი იქნებოდა თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას სისტემის მზადყოფნის შესახებდა თუ რა ღონისძიებებია გაკეთებული და გამზადებული, ისევე ღიად მიაწვდიდა საზოგადოებას, როგორც ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკეთებს ეპიდ სიტუაციასტან დაკავშირებით. შესაბამისად უფრო ნაკლები სალაპარაკო და საქილიკო ექნებოდა ნაც. მოძრაობას და მის სატელიტებს და თუ პრობლემებია, ამაზე დროული და გამჭვირვალე საუბრები წარიმართებოდა (ოღონდ პროფესინალურ და არა პოლიტიკურ ჭრილში)

ეს კი ინფორმაციისათის სურათი რომელიც გვიჩვნებს რა სიტუაციაა ტესტების ფრონტზე. როგორც სურათიდან ჩანს ამ მომენტისათვის არსებული 41 ტესტიდან, 37 პსრ-ზეა დაფუძნებული და ნახევარზე მეტს 2-8 საათი სჭირდება პასუხის მისაღებად”-წერს ზაზა წერეთელი


Facebook Comments
%d bloggers like this: