საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო.

„პაციენტი იყო თანდართული ანამნეზით: კახექსია, არტერიული ჰიპერტენზია, მკვეთრი წონის დეფიციტი, გულის უკმარისობა. რომელმაც ნებისმიერი ინფექციის შედეგად შეიძლება, გამოიწვიოს გართულება და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი. ქალბატონი იყო 79 წლის, მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: