ძალიან კარგია, რომ გვაქვს 2 კვირის მარაგი, ამ ორ კვირაში მივიღებთ ახალ ეკიპირებას, მორჩა

8 ახალია შემთხვევიდან ჩვენს ცენტრში არავინ შემოსულა, ჩვენ მივიღეთ გერმანიიდან ჩამოსული პაციენტები, რომლებსაც დღეს ჩაუტარდებათ კვლევა და დღის ბოლოსთვის პასუხი მეცოდინება,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს 3 პაციენტზე მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლებიც სავარაუდოდ, გამოჯანმრთელებული არიან. 

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია იმ თვალსაზრისით, რომ კრიტიკული რომ გვყავდა 2, ახლა დაგვრჩა-ერთი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ასევე გვყავს 4 მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ, ვნახოთ, შესაძლოა მათი მდგომარეობაც მალე დასტაბილურდეს და გამოჯანრთელებაც დადგება. ჩვენს ცენტრში მოხდა ორი ექიმის გამოკვლევა და ორივესთან პასუხი ნეგატიური იყო“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მედპერსონალის ეკიპირებას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად ეზუგბაიამ განაცხადა, რომ  მარაგის ამოწურვამდე მიიღებენ შევსებას.

„ძალიან კარგია, რომ გვაქვს 2 კვირის მარაგი, ამ ორ კვირაში მივიღებთ ახალ ეკიპირებას, მორჩა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: