ხათუნა ხოფერია: როცა ადამიანების სიცოცხლისთვის მიდის ბრძოლა, ამათ ის ადარდებთ, ფული არ დაგვადებინონო

Nusagi

მეგონა, მხოლოდ მიშას ეხერხებოდა დრამატული სცენების დადგმა და ტრუპების დაკვეთა პროცესების ასაგორებლად, გრანტების, სუფსიდიების, ვალების ასაღებად… თურმე სადა ხარ…,-ასე ეხმაურება ხათუნა ხოფერია ოპოზიციის ლიდერების ერთობლივ მიმართვას უცხო ქვეყნებისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს გადაუდებელი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

ხოფერიას თქმით, აღნიშნული მიმართვა გამოწვეულია იმის შიშით, რომ პარტიებს მილიონობით საბიუჯეტო დაფინანსებაზე 3 თვით უარის თქმა არ მოუხდეთ, როგორც ეს მან შესთავაზა. მსგავსი მოთხოვნით სოციალურ ქსელში პეტიციაც გავრცელდა.

„ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია, ასეთი საკუთარი ხალხის მოძულე პოლიტიკოსები მარტო აქ არიან…. აქ, ამ ქვეყანაში!
მეგონა, მხოლოდ მიშას ეხერხებოდა დრამატული სცენების დადგმა და ტრუპების დაკვეთა პროცესების ასაგორებლად, გრანტების, სუფსიდიების, ვალების ასაღებად… თურმე სადა ხარ…
აი, შაიყარენ!!!
რამ დამაწერია, ხალხის ფული, ანუ ბიუჯეტიდან პარტიებისთვისგამოყოფილი თანხები, 3 თვით ხალხს დაუბრუნეთთქო… ამათ რამხელა “გაჭირვება” ქონიათ…
შიმშილის ეშინიათ! მაშინ, როცა ჯერ კიდევ ადამიანების სიცოცხლისთვის მიდის ბრძოლა!! როცა შენი ხალხი გყავს გადასარჩენი ფიზიკურად… როცა დილით იღვიძებ და გულში ნატრობ, არავინ იყოს დამარცხებული სიკვდილთან!… ხან თოთო ბავშვის დარდი გახრჩობს და ხან 90 წლის უმწეო მოხუცის…
არააა… ამათ ეკონომიკა ადარდებთ. ემანდ, ფულის დადება არ მოგვთხოვოთ, კრიზისი იწყებაო.
ამათ ჩვენ ყრუები ვგონივართ. ეეე, ოპოზიცია! მსოფლიო ბანკმა გამოყო უკვე თანხები ჩვენი რეგიონისთვის და ხელისუფლება თავის კუთვნილს თქვენი ყიჟინის გარეშეც მიიღებს! გაიგეთ?! უთქვენოდაც!
ისე, ვინ ეკითხებათ ამათ სახელმწიფო აიღებს დახმარებას თუ არა?! ამათ ვინ კითხავს სახელმწიფო სტრატეგიას? თუ, ეს საბაბია და მთავარი არჩევნები და პოლიტპატიმრებია?!
წადი თქვენი ქარაქუცა პოლიტიკანობა რა ვთქვა…
ირმა ინაშვილს და “პატრიოტებს” დიდი მადლობა, ამ მარაზმში რომ არ იღებენ მონაწილეობას! რომ არასოდეს ღალატოენ სამშობლოს, ხალხს, ღმერთს!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: