Advertisements

ბელგიაში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც სუნთქვის აპარატი ახალგაზრდას დაუთმო

90 წლის ბელგიელი ქალი, სუზან ჰოილარტსი Covid-19-თ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა მკურნალობაზე. ამის შესახებ ბელგიური პრესა იუწყება.

brusselstimes-ის ინფორმაციით, ფლამანდიაში, ლუბეკის მუნიციპალიეტეტში მცხოვრები ქალი გასულ კვირას კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად დაიღუპა.

„არ შემაერთოთ სასუნთქ აპარატზე, მიეცით ის ახალგაზრდა პაციენტს, მე ბრწყინვალე ცხოვრება მქონდა“-განუცხადა ექიმებს ქალმა.

„დედაჩემს არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია“,-განუცხადა VRT-ს ქალის შვილმა. „ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ვწუხვარ, რომ არ მომეცა მასთან გამომშვიდობების საშუალება, ვწუხვარ, რომ ისე წავიდა, გვერდით არ ვიყავი,-ამბობს სუზანის ქალიშვილი.

მისივე თქმით, წარმოდგენა არ აქვს, როგორ დაინფიცირდა მოხუცი,

„ის ყველა წესს იცავდა და იზოლაციაში იყო, როგორც მთავრობამ მოგვიწოდა“,-განაცხადა მან.

ბელგიაში კორონავირუსით უკვე 1283 ადამიანია გარდაცვლილი. 18 431- ინფიცორებული. ქვეყანაში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, სასუნთქი აპარატების დეფიციტია.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed