არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – ღმერთმა ინებოს, მშვიდ გარემოში შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს, დიდი განსაცდელი უდგას კაცობრიობას და ლოცვა გვჭირდება

ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდ გარემოში შევხვედროდით და გვეზეიმოს აღდგომის დღესასწაული, ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაზე, მთელს მსოფლიოში. ძალიან დიდი განსაცდელი უდგას კაცობრიობას, დედამიწას და ძალიან გვჭირდება ლოცვა, ლოცვითი გაძლიერება და შემწეობა, –  ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს მის ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარიამ ეგვიპტელის მსგავსად, ყველას შეუძლია გამოსწორება, საკუთარი სულის გადარჩენა.

„დღევანდელ დღეს ეკლესია წმინდა მარიამ ეგვიპტელს იხსენებს. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება ყველამ ვიცით, თუ როგორი ცოდვის მორევში იყო მარიამი ბავშვობიდან, 12 წლის ასაკიდან ჩაბმული. ის სიძვის ვნებას ყავდა შეპყრობილი და ასეთ რამეს თვითონ ამბობს აღსარებაში, რომ თქმაც კი უჭირს ისეთ ცოდვებში ვარდებოდა, არ სჭირდებოდა ადამიანებთან ფინანსური შესაძლებლობების გამო ურთიერთობა, ეგონა, რომ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის დამყარებით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებდა, შემდეგ მან მოინანია ყველაფერი.

თუ კი წმინდა მარიამ ეგვიპტელმა შეძლო გამოსწორება, გადარჩენა მისი სულისა და დიდ წმინდანად ყოფნა, ჩვენ ყველა ადამიანს გვეძლევა შესაძლოებლობა, გადავრჩეთ. არიან ადამიანები, ვინც გაკვეული მიზეზების გამო ვერ აბარებენ აღსარებას. ყველა ადამიანის ცოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც გაბედავს და შეძლებს აღსარების ჩაბარებას და იგრძობს ძალიან დიდ შვებას, ძალიან დიდ საიხარულს. აღსარებისა და სინანულის გარეშე გადარჩენა არ არსებობს, ღმერთთან მიახლებისა და წმინდა ზიარების გარეშე გადარჩენა არ არსებობს, ღმერთმა მოგვცა ეს შესაძლებლობა, მისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა მაცხოვარმა ჩვენმა ისესო ქრისტემ.

ღმერთა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს დედამიწაზე, მშვიდობა იყოს ჩვენს გულებში. უამრავი ადამიანი სახლიდან გვადევნებს თვალ-ყურს, ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანები. სახლში ყოფნისას ადამიანს შესაძლებლობა აქვს, დაფიქრდეს საკუთარ სულზე, დაფიქრდეს, რატომ ხდება ეს განსაცდელები, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან? ჩავთვალოთ, ეს განსაცდელი იმისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს.

ღმართმა ინებოს, ეს განსაცდელი მალე დასრულდეს, შესაძლებლობა მოგვეცეს, როგორც ვცხოვრობდით სიკეთით და სიხარულით, და როგორც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ისე გევცხოვროს“ , – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: