დონალდ ტრამპი – სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაიღუპება

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ფოკუსირებას ყველაზე დაზარალებულ რეგიონზე მოახდენს და ფედერალური დახმარება ახლა მიმართული იქნება იმ სფეროებზე, რომელსაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში დამატებით ათასობით ჯარისკაცს, სამედიცინო პერსონალსა და პროფესიონალს ჩართავს.

ამასთან, სამედიცინო ნიღბების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ ნიღბები აშშ-ის მოსახლეობას სჭირდება და მთავრობას არ სურს, რომ დამცავი აღჭურვილობა სხვებმა მიიღონ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში 40 000 ამერიკელი დაბრუნდა და 75 ქვეყნიდან 400 ფრენა შესრულდა.

„ბევრმა ქვეყანამ უზარმაზარი დახმარება აღმოგვიჩინა და მე ამას ძალიან ვაფასებ. ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს უკვე ვესაუბრე. ისინი ნამდვილად დაგვეხმარნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: