ექიმები სათანადო აღჭურვილობის გარეშე მივიდნენ და მძიმე სურათი დახვდათ-მირა სურგულაძე

,,დღეს დაფიქსირდა შემთხვევა, როცა სასწრაფოს ექიმებს, ბინაზე მისვლამდე, პაციენტმა დაუმალა, რომ ჰქონდა კოვიდ-19_ის გამოვლენილი ნიშნები. შესაბამისად, ექიმები სათანადო აღჭურვილობის გარეშე მივიდნენ და მძიმე სურათი დახვდათ.

ეს ექიმები არიან დედაჩემის თანამშრომელები, რომლებმაც დედა დღეს შეცვალეს. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი იყო ალბათობა და რისკი, რომ დღეს ერთ-ერთი ამ ექიმთაგან, დედაჩემი ყოფილიყო!!!

ცნობისთვის: სასწრაფოს ექიმები არიან ადამიანები!!! მათ უკან მათი ასაკოვანი მშობლები, შვილები და შესაძლოა, მცირეწლოვანი შვილიშვილებიც კი დგანან. ერთ ასეთ ექიმს, მე რომ ვიცნობ, შინ ოთხი შვილი და ამდენივე შვილიშვილი ელოდება!!!

მიხვდი ხომ რის თქმა მინდა?

გაცოფებული ვარ!

ის რომ დასნებოვნდი ამ ვირუსით, დანაშაული არ არის. დანაშაული ის ქმედებაა, როცა იცოდი რომ კორონავირუსის კლინიკა სახეზე გქონდა, მაგრამ მალავდი და ეს მნიშვნელოვანი ხალხი დაიკიდე. ერთი წამით დაფიქრდი, ამ სისტემას ისედაც კადრის მოკლება უნდა?

სასწრაფოს ექიმები შენი მონები არ არიან. არ დაგავიწყდეს!

ვინც არ უნდა იყოს ის (არამარტო ფიზიკურად) ავადმყოფი, ჩვეულებრივად სისხლის სამართლის დამნაშავეა და სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

მე მაქვს უფლება, რომ დედაჩემი მეც “მემსახურებოდეს” დედის სტატუსით, ჯანმრთელი!!!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მირა სურგულაძე

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: