კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებული 80 წლამდე ქალბატონია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა აჭარაში ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან და შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მას თითქმის გავლილი ჰქონდა იზოლაციის პერიოდი, თუმცა სიმპტომები ბოლო დღეს გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ამდენად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ცხრა ინფიცირებული იმყოფება.

ერთი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: