მეუფე გრიგოლი: თუ ლიტურგიაზე დიდძალი ხალხის დაინფიცირების საფრთხეა, მთავრობა წინა რიგში უნდა დადგეს ხალხთან

ფოთის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილს მიაჩნია, რომ, თუ სააღდგომო ლიტურგიაზე არსებობს ხალხის დაინფიცირების  საფრთხე, წინა რიგში უნდა იყვნენ ისინი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია,-ამის შესახებ მიტროპოლიტმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების პირობებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეს პასუხისმგებლობა პატრიარქმა და მთავრობის წევრებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე და წინა რიგებში უნდა იდგნენ ლიტურგიაზე. 

„ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამის შესახებ ქვეყანას ამცნოს, არის კათალიკოს პატრიარქი. მთავრობის წევრები, რომლებიც ადრე ლიტურგიას ყოველთვის ესწრებოდნენ, ახლა აცხადებენ, რომ ჩვენ ტელევიზიით ვუყურებთო, ეტყობა ამით უნდათ, მოსახლეობას მისცენ მაგალითი, მაგრამ ვფიქრობ, სადაც ხალხი იქნება, იქ უნდა იყოს მთავრობაც. თუ დიდძალი ხალხის დაინფიცირების საფრთხე არსებობს, ამ საფრთხეში წინა რიგში უნდა იყოს ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამაზე“,-აცხადებს მეუფე. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: