მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს


მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე საუბრობს ბრიტანეთზე, სადაც მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან , რომ დაექვემდებარებიან სანქციებს, თუკი გაავრცელებენ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

,,ბრიტანელმა მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან [Ofcom] , დაექვემდებარებით სანქციებს, თუკი გაავრცელებთ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით. გაფრთხილება უკავშირდება სასექსის ადგილობრივ რადიოეთერში “რეგისტრირებული ექთნის” შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომ თითქოსდა COVID-19-ის პანდემია უკავშირდება 5G სატელეფონო ქსელებს.
ერთი შემთხვევის შემდეგ, სასტიკი გაფრთხილება და სანქციებით დამუქრება დიდ ბრიტანეთში.

საქართველოში რა ხდება? როდემდე უნდა ითმინოს საზოგადოებამ SAACOVID-5-ის “მთავარი მატყუარას” არხის, მავნებელი “ტვ პირველის”, კეზერას ურეიტინგო “ფორმულის”, აქუსა და გოიმი ჯანგოს “კავკასიის” (უტიფარმა გუბაზმა აქუსთან – კორონავირუსის პრევენცია აჯიკითა და ჭაჭით ხდებაო), ფეიკნიუსერი და უვიცი კაპანაძის presa.ge-სა და სხვა ნაცკორონების ტყუილები, დეზინფორმაცია და მავნებლობა?! მოვუწოდოთ ჩვენ ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს, ალაგმოს კორონაცების მავნებლობა. მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს”,- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: