ფლოიდ მეივეზერის ქალიშვილი დანით თავდასხმისთვის დააპატიმრეს

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერის ქალიშვილი აიანა დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმისთვის დააპატიმრეს.

აიანა მეივეზერისგან დაზარალდა რეპერ კენტრელ დესინ გოლდენის (ფსევდონიმი – YoungBoy NBA) ნაცნობი გოგონა. აიანა ჰიუსტონის გარეუბან ჰარისის ციხეშია მოთავსებული, შაბათს, დილით დაპატიმრების შემდეგ.

სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებული წყაროს ცნობით, რეპერი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა აიანა ესტუმრა და იქ მყოფ გოგონას ლაპატრა ჯეიკობსს უთხრა, რომ ის არის კენტრელის საცოლე და ჯეიკობსმა სახლი უნდა დატოვოს. კამათი სამზარეულოში გაგრძელდა, სადაც აიანამ ორჯერ დაარტყა მეტოქეს დანა. ლაპატრა საავადმყოფოში მიიყვანეს. ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობის შესახებ ცნობილი არ არის.

აიანამ მოუყვა პოლიციელებს, რომ ჯეიკობსმა მისი პროვოცირება მოახდინა, როცა ჯერ თმებში წვდა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კი სამზარეულოში გაიქცა, სადაც მოხდა კიდეც ეს ინციდენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: