ძნელია უხილავ მტერთან ბრძოლა, მით უმეტეს თუ მას ხილული შიდა მტერიც ემატება, რომელიც ყველა იარაღს იყენებს დეზინფორმაციისა და პანიკის დასათესად

ძნელია უხილავ მტერთან ბრძოლა, მით უმეტეს, თუ ამ უხილავ მტერს ხილული შიდა მტერიც ემატება, რომელიც ყველა იარაღს იყენებს ქვეყანაში დეზინფორმაციის, პანიკისა და შიშის დასათესად,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დეზინფორმაციული ტელეარხები და მათი ლიდერი, ფაქტიურად ხელმძღვანელი და ბატონი, „მთავარი არხი“ იმასვე აკეთებს, რასაც უცხო ქვეყნების აგენტურა და ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება, შიშისა და პანიკის დათესვა.

,,პირბადეების ნაცვლად ალიკაპი. არავის არ გაგიკვირდებათ რეალურად კორონავირუსის წინააღმდეგ მართლაც ომშია ჩვენი ქვეყანა – მთავრობა, ექიმები, პოლიციელები, სამხედროები, ბიზნესმენები, ხელოვნების, კულტურის თუ სპორტის წარმომადგენლები, უბრალო ხალხი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნისა და ხალხის გადასარჩენად. ნამდვილი მასმედიის წარმომადგენლებს ხომ საერთოდ არ დაუსვენიათ, ოღონდ, საზოგაოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ მიმდინარე მოვლენების შესახებ, ან რა არის გასაკვირი მასმედიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ხომ ესაა სწორედ.

სწორედ ისინი ასრულებენ ხიდის როლს საზოგადებსა და მიმდინარე მოვლენებს შორის. რომ არა ისინი, შეიძლება სამყარო ინფორმაციულ ვაკუმში დარჩეს. დიახ, ძნელია უხილავ მტერთან ბრძოლა, მით უმეტეს თუ ამ უხილავ მტერს ხილული შიდა მტერიც ემატება, მტერი რომელიც ყველა იარაღს იყენებს ქვეყანაში დეზინფორმაციის, პანიკისა და შიშის დასათესად, განა სხვა რამეს აკეთბეს უცხო ქვეყნების აგენტურა, განა მისი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაცია, შიში, პანიკა და დეზინფორმაციის გავრცელება არა, ზუსტად ამას არ აკეთებს დეზინფორმაციული ტელეარხები და მათი ლიდერი და ფაქტიურად ხელმძღვანელი და ბატონი, მთავარი არხი? …

ვინც იმას ფიქრობს და იტყვის, როგორ არ რცხვენიათო, პირდაპირ გეტყვით, იმათ, ვისაც შენი ქვეყნის დანგრევა და განადგურება უნდათ, უცხო ქვეყნის აგენტები და ჯაშუშები არიან, ისინი კი თავიანთი ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ და იბრძვიან, შესაბამისად არც რცხვენიათ, ფულს ხომ ამაში იღებენ, უცხო ჯურის და ჯიშის ბატონს მონამ ხომ უნდა ასიამოვნოს, ხომ უნდა უთხრას თბილისის თავზე ახლი დროშა ფრიალებს, დროშა რომელსაც ტყუილი, პანიკა, შიში და დეზინფორმაცია აწერია…

რა არ გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, რა მტერთან არ უბრძოლია, თუმცა ასეთებთან ბრძოლა კიდევ მოგვიწევს ვიცი, აი მათ თუ არ იციან პირაბადის მაგივრათ ალიკაპის გაკეთება რომ მოუწევთ, როგორი კისრისტეხა და მიწაზე ფორთხიალი ელით, თავიანთ ბელადს კითხონ, აი ამაში ნამდვილად გამოცდილია”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: