წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, “მთავარის“ და ”ტვ პირველის” სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ

წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, “მთავარის’ და ”ტვ პირველის” სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ,- ამის შესახებ სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ამ ტელეკომპანისების მოქმედება ეპიდემიის დროს, გადაითარგმნება, დაარქივდება და როცა ვითარება გამოსწორდება, მიეწოდება საელჩოებს, დასავლურ საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკოსებს, რომ მომავალში მაინც აღარ ვიხილოთ მათი ლობისტების დიდაქტიკური ტონით გაჟღენთილი არაობიექტური წერილები, რომლებიც “მთავარს“ და ეპიგონებს თავისუფალ მედიად, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ ოპოზიციად მოიხსენიებენ.

,,ბრიტანულმა მედია-რეგულატორმა გააფრთხილა მედია-საშუალებები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. კერძოდ გააფრთხილეს რადიო “Sussex”, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია 5G ტექნოლოგიასა და კორონავირუსის პანდემიის კავშირის შესახებ. ახლა წარმოიდგინეთ ბრიტანელების გამომეტყველება, “მთავარის’“ და ”ტვ პირველის” სიუჟეტები რომ გადავუთარგმნოთ და ვანახოთ. ალბათ, იშვიათია ქვეყანა, რომელსაც თავის მასშტაბთან შედარებით, დეზინფორმაციულ-დივერსიული მედია დაჯგუფებები ჰყავდეს, სიხარულს ვერ მალავდნენ პირველი გარდაცვლილის გამო.

ამიტომ კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ და ეს პრობლემა გადაწყვიტოს. აღარ ვარგიან ეგენი უკვე სავარჯიშო ტომარადაც კი, რომელსაც მოკრივეები “მსხალს ” უწოდებენ. დალპა უკვე ეს მსხალი, ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს, გაიტანეთ“,- წერს სოსო მანჯავიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: