10 სახელმწიფო, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 64 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი სამ სახელმწიფოზე: იტალიას, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებზე მოდის.

ყველაზე მეტი 15 362 გარდაცვალების შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, რაც ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გარდა, კატასტროფულად მაღალი, 12.2%-იანი სიკვდილიანობის კოეფიციენტითაც არის გამოწვეული. 124 632 ინფიცირებულით იტალია მესამე ადგილს იკავებს.

როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით – 124 736, ასევე მსხვერპლის რიცხვი – 11 744 ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

გარდაცვლილთა რაოდენობით – 8344 აშშ მესამე ადგილზე, თუმცა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით – 306 000 უპირობო პირველ ადგილს იკავებს.

გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს კიდევ 7 სახელმწიფოში აღემატება: საფრანგეთი – 7788, ბრიტანეთი – 4313, ირანი – 3452, ჩინეთი – 3326, ნიდერლანდები – 1651, გერმანია – 1395 და ბელგია 1283.

Facebook Comments
%d bloggers like this: