6 აპრილიდან თელავის აგრარული ბაზარი მუშაობას წყვეტს

6 აპრილიდან თელავის აგრარული ბაზარი მუშაობას შეწყვეტს.

აღნიშნულის შესახებ რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის სამსახურმა და ბაზრის ადმინისტრაციამ დღის ბოლოს მიიღო და მოვაჭრეებიც გააფრთხილა. ბაზრიდან უკვე გააქვთ შესაბამისი ინვენტარი და სადეზინფექციო საშუალებები.

მოვაჭრეები, რომლებიც უახლოეს წუთებში დატოვებენ ბაზარს ამბობენ, რომ ობიექტზე ჰიგიენის ყველა ზომა დაცული იყო და დახურვის მიზეზი არ არსებობს.

მათივე თქმით, ოჯახების უმეტესობისთვის ეს შემოსავლის მთავარი წყაროა და მშივრები დარჩებიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ბაზრები თითქმის ყველა რეგიონში იხურება.

Facebook Comments
%d bloggers like this: