“62 წლის მარნეულელ ქალს კორონავირუსზე პირველადი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია” – ლევან რატიანი

“თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს, რომელიც მარნეულიდან იყო შემოყვანილი, კორონავირუსზე პირველადი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი მოვიდა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, ხვალ ჩატარდება განმეორებითი ტესტი და ეს ქალბატონი კლინიკას რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს.

„ჩვენ გვყავდა პაციენტი, ქალბატონი, მარნეულ-ბოლნისის ზონიდან, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. ეს ქალბატონი რამდენიმე დღის წინ მოიხსნა აპარატიდან. დღეს გავიდა 14 დღე და მინდა გითხრათ, პირველადი ტესტი კოვიდინფიცირების შესახებ მოვიდა უარყოფითი. ხვალ ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა და ეს ქალბატონი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: