ალექსანდრე გოგინავა: თუ ბევრი პაციენტი გვეყოლება, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს

თუ ჩვენთანაც იქნება შემთხვევების ზრდა და ბევრი პაციენტი გვეყოლება, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს, – ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ჩვენ გყავს ოჯახის ექიმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, რომლებიც გადამზადებული არიან და ისინი მზად არიან, რომ ადეკვატური მკურნალობა დანიშნონ და სრულფასოვანი მონიტორინგი გაუწიონ იმ პაციენტებს, ვისი მდგომარეობაც მსუბუქი იქნება.

„მსუბუქი პაციენტების მონიტორინგი და მათთვის მკურნალობის დანიშნვა ონლაინ ან ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოხდება. მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პრეცენდენტი გვაქვს განვითარებულ ქვეყნების მაგალითზეც. ასე რომ, შესაძლებელია, ინფიცირებული პაციენტების სრულფასოვანი მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდეს ბინაზე, ისე რომ, მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს და მოხდეს პაციენტების სრულყოფილი, მაღალ პროფესიულ დონეზე მართვა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: