ერაყში უცხოური ნავთობკომპანიების ტერიტორია რაკეტებით დაიბომბა

ერაყის ქალაქ ბასრაში უცხოური ნავთობკომპანიების ტერიტორია რაკეტებით დაიბომბა. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ზონაში არის განთავსებული ერაყის სახელმწიფო კომპანიებიც.

დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერაყის პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, ნავთობკომპანიების ტერიტორიის მიმართულებით „კატიუშას“ ტიპის სამი რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის გამოცემა, „იერუსალემ პოსტ“ წერს, რომ სარაკეტო იერიში ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ განხორციელდა. გამოცემის თანახმად, ამერიკული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ ხუთი რაკეტა ისროლეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: