თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, გუშინ გვიან ღამით, კორონავირუსზე კლინიკის 2 თანამშრომლის ანალიზის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გუშინ კლინიკაში მიღება შეჩერებულიქნა, ვიდრე არ განისაზღვრა ყველა მომსახურე მედპერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც, ღამე კვლავ გაიხსნა მიღება. ინფიცირებულებს მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდათ შეხება, ყველას სიები გადაცემულია, ისინი არიან კარანტინის მდგომარეობაში გადაყვანილები, მათ შორის, ის პაციენტებიც ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურეობის არეალი მცირეა, უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე. ეპიდემიოლოგების აზრი ვირუსის გადადების თაობაზე გაიყო ამ სიტუაციაში, მიიჩნევენ, რომ ვირუსი შესაძლოა შემოტანილი ყოფილიყო, ანუ ისინი ყოფილიყვნენ მატარებლები და ახლა გამოუვლინდათ, თუმცა მეორე აზრი არის, რომ შესაძლებელია დასნეულდნენ, ასე რომ ახლა მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 188 შეადგინა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: