მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 270 000-ს გადაცდა

Nusagi

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 270 000-ს გადაცდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, კორონავირუსისგან მსოფლიოში უკვე 270 372 ადამიანი განიკურნა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით 1 289 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით, პირველ ადგილზე აშშ (337 971), მეორეზე ესპანეთი (135 032), მესამეზე კი იტალიაა (128 948).

კორონავირუსის ყველაზე ბევრი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (15 887), მეორე ადგილზეა ესპანეთი (13 055), მესამეზე კი აშშ(9 132). სულ მსოფლიოში კორონავირუსს 70 590 ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments
%d bloggers like this: