ნათია თურნავა – პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე, რომლითაც შევძლებთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა

ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე და ასევე როდის მოერევა მსოფლიო ამ გამოწვევას, კორონავირუსს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, გლობალური კრიზისის ზემოქმედება დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, მაგრამ დღესდღეობით უნდა ვისაუბროთ, მთლიანად რა ზარალს განიცდის ეკონომიკა.

„შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი შევძლებთ თქმას, რომ უსაფრთხოდ ვართ და მოვერიეთ ამ გამოწვევას, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ძირითადი კონტრიბუტორი იყო საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო, უცხოელი მოგზაურები და აქედან გამომდინარე, ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მარტო ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული.

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავანეიტრალოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობასა და ბიზნესზე და რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გავხადოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი, რომ ყველაზე მძიმე – ბიზნესების გაჩერების დრო მაქსიმალურად მოკლე იყოს. ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისული ეკონომიკის აღორძინების და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: