ნიკოლოზ მჭედლიშვილი – სააკაშვილი გაიძახის, რომ მზად არის თავისი ფულით ჩამოიყვანოს ქართველები, საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომ ევროპაში გაბნეული უკრაინელები სამშობლოში არ უნდა დაბრუნდნენ..

მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირაა გაიძახის, რომ მზად არის თავისი ფულით (არ ვიცი, საიდან აქვს ამდენი ფული) დააფინანსოს ავიარეისები ევროპიდან და ჩამოიყვანოს იქ ჩარჩენილი ქართველები სამშობლოში…

სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უკრაინის ტელევზიებით, სადაც ამბობს, რომ ევროპაში გაბნეული უკრაინელები სამშობლოში არ უნდა დაბრუნდნენ, რადგან უკრაინას მაგათი მიღების საშუალება არ აქვს,-ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ავიაკომპანია SkyUp არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ამ კომპნაიის სკანდალებზე ადვილია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. სცადოს და გაუკეთოს ორგანიზება ამ რეისებს. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ფორმალური ქაღალდის აღებაა საჭირო საავიაციო ადმინისტრაციაში.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაიმე, ერთი რეისის ორგანიზებას მაინც მოაბამს თავს…“,-წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: