emerging-europe საქართველოზე – მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწავლობენ, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ კავკასიაში COVID-19-ის გავრცელების ასეთი წარმატებით გაკონტროლება

„ვირუსის შეკავების მხრივ საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწავლობენ, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ კავკასიაში COVID-19-ის გავრცელების ასეთი წარმატებით გაკონტროლება“,- წერს გამოცემა emerging-europe სტატიაში სათაურით „კორონავირუსის სასწაული საქართველოში: ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა“.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, განსაკუთრებულ ოვაციებს იმსახურებს ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის წარმატებული პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე.
„სწრაფმა და გადამწყვეტმა მოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საქართველოს მთავრობამ ქმედითი ზომები მიიღო, როგორც კი 26 თებერვალს ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა (ირანიდან ახლახან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე). იმავე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სიტუაციის კონტროლის მიზნით შექმნა კორონავირუსის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭო, რომლის პირველი გადაწყვეტილებაც გახლდათ ირანთან ფრენების შეჩერება. 24 საათზე ნაკლებ დროში საბჭომ ყველა სამინისტროს მისცა დავალება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 28 თებერვალს მეორე შემთხვევის დადგენის შემდეგ (ქვეყანაში ახლახან დაბრუნებული ქალი) შეჩერდა ფრენები იტალიასთან. 20 თებერვალს მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მთელ ქვეყანაში შეჩერდა სწავლა. მალევე შემოიღეს მკაცრი საკარანტინო ზომები, მათ შორის კომენდანტის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, თბილისის მეტროს ჩათვლით. მას შემდეგ არარეზიდენტ უცხოელ მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა. საზღვრები ღიაა მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის (თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს მოთხოვნა, რომ მძღოლები ვირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩაანაცვლონ მძღოლებმა ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან „რისკის ჯგუფში“). 20 მარტს შეჩერდა ყველა ფრენა“ – წერს გამოცემა.

Facebook Comments
%d bloggers like this: