ბორის ჯონსონს შესაძლოა, სასუნთქ აპარატზე მიერთება დასჭირდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრო ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, კვლავ რეანიმაციაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა,-ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ჯონსონი ლონდონში, წმინდა თომას კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. ექიმები შიშობენ, რომ შესაძლებელია, მას ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება დასჭირდეს.

55 წლის პრემიერს კორონავირუსის ფონზე სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: