თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მინიმალური დანაკარგით გამოვა ამ მდგომარეობიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში იქნება.

მისი თქმით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს აღემატება. ჯამური რაოდენობა 1000-დან 2000-ის ფარგლებში იქნება. პიკი 2-3 კვირის მანძილზე შენარჩუნდება, თუმცა ის იქნება მდორე. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ ეპიდემიის გავრცელება შემცირებას დაიწყებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: