თენგიზ ცერცვაძე: სწორი ტესტირება ნიშნავს არა დიდ რაოდენობას, არამედ მიზნობრივ კვლევას

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსიზე სწორი ტესტირების გაკეთებისას მნიშვნელოვანი არა საკვლევი ადამიანების რაოდენობა, არამედ ტესტის მიზნობრივი გაკეთება.

“სწორი ტესტირება ნიშნავს იმას, რომ თუ თბილისში 1,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ყველას კი არ გაუკეთო ტესტირება, რასაც უბრალოდ ვერ შეძლებ, არამედ სწორად შერჩეული ალგორითმითა და პრინციპით გამოარჩიო თუნდაც ის 100 000, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება და ისინი გატესტო”,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსზე კვლევა რომ სწორი მეთოდით ტარდება, ამას ამერიკული გამოცემის Foreign Policy-ის შეფასება ადასტურებს.

როგორც მან განაცხადა, კორონავირუსზე ყველაზე მეტი ტესტი ისლანდიაში გაკეთდა, სადაც მთელი მოსახლეობის მხოლოდ 4,75%-ის მოცვა მოახერხეს.

საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 45, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: