“იმედია, ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ”

ჩვენ ვირუსის პიკს ველოდებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. იმედი მაქვს, ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ჩვენ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ, – ამის შესახებ ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პრეზიდენტის დეკრეტი და მთავრობის დადგენილება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. იქ რელიგიური ორგანიზაციების თუ შეკრებების გამონაკლისი ჩაწერილი არ არის. კანონმდებლობა ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეკლესიებში და სხვა დაწესებულებებში შეკრება შეზღუდულია“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: