კარლ ჰარცელი მედიცინის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი“, – ამბობს კარლ ჰარცელი.

Facebook Comments
%d bloggers like this: