რა რეკომენდაციის გათვალისწინებით გავხსნით სავაჭრო წერტილს

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაზრობებთან დაკავშირებით პირველ რიგში ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების შესრულების ვალდებულებას მიექცევა ყურადღება და მხოლოდ ამის შემდეგ კომერციულ ინტერესებს.

„გურიასა და ხაშურში ფუნქციონირება დაიწყო მობილურმა ბაზრებმა. მოვუწოდებდი ყველა ახალი ინიციატივის ავტორს, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიკოსებთან, გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის უწყების მოთხოვნები. ჩვენ შეიძლება კომერციულად მისაღები ინიციატივები გვქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდაციებთან. ჩვენი უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ რეკომენდაციებთან თანხვედრაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამიტომ, ძალიან კარგია, როცა ჩვენ მედიაციას ვახდენთ სავაჭრო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს შორის, ეს იქნება ფერმერები, მწარმოებლები, საბითუმო შემსყიდველი თუ მომხმარებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს მოხდეს ღია სივრცეებში, მოხდეს ისე, რომ მინიმალური იყოს კონტაქტი, იყოს სოციალური დისტანცირება, იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური წესები დაცული. პირბადეები უნდა იყოს გამოყენებული და ეს არის სავალდებულო პირობა, მათ შორის, ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეების ფუნქციონირებისას, ეს არის      უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზებული პლატფორმები ითვალისწინებდეს მედიკოსების რეკომენდაციებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: