რთული იქნება აპრილი და განსაკუთრებით, მაისის პირველი ნახევარი

ჩვენ არ უნდა ჩავაგდოთ პანიკაში მოსახლეობა, არ უნდა შევაშინოთ, მაგრამ ასევე არ უნდა მივცეთ ზედმეტად დამშვიდების საშუალება,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივში ჩართვისას განაცახა.

მისივე თქმით, ოქროს შუალედი ყველაზე რთული მოსაძებნია. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის ბოლოსთვის სავარაუდოდ, 1000-მდე ინფიცირებული იქნება,

„ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი – მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია. აუცილებლად, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: