საბურთალოს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 7 აპრილს საბურთალოს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნისა და ვიქტორ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Facebook Comments
%d bloggers like this: