7 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ხარებას აღნიშნავს

7 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ლუკას სახარების (1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.

ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: