აჭარის ჯანდაცვის მინისტრისთვის რომ არ დამერეკა, ტესტს არ მიღებდნენ და სახლში მიშვებდნენ – აჩიკო გოგიტიძეს კარანტინში covid 19 დაუდგინდა

ქართველი მომღერალი, აჩიკო გოგიტიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ კარანტინის ბოლო დღეს, მას ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა.

დღეს დილით 5:00 საათზე, აჩიკო გოგიტიძე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,ჩემო უსაყვარლესებო. მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქვს გადატანილი ვირუსი. სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის!

სიმართლე უნდა ითქვას, 10 დღეა ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკ ზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი , ხვალ მიშვებდნენ სახლში, სადაც ყველა ოჯახის წევრს გადავდებდი ვირუსს! მე აბა კი ვარ გადასარევად!

ყველაზე მთავარმა ჩაიარა ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ეხლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამივიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს! ბატონო ზაალ ჩემი გმირი ხართ!!! 

P.S ჩემი კეთილი რჩევა იქნება თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით და თქვენი გაზიარებული პოსტებით ნუ ტკბებით ! (ადრესატები მიხვდებიან) ფეისბუქ პიარს მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ აგერ ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე მეტს არაფერს დავწერ! ნარცისებო ❤️

კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ, რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! მიყვარხართ!!!!
თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად, მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!!!! “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აჩიკო გოგოიტიძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში სასწავლებლად წასული აჩიკო გოგიტიძე, ცოტა ხნის წინ სამშობლოში დაბრუნდა და კახეთში, ნაფარეულის სასტუმროში, კარანტინს გადიოდა, რომელსაც საკანტინო იზოლაციის დრო, ხვალ ეწურებოდა და მის ქალაქში, ბათუმში ბრუნდებოდა.

კარანტინში გადაღებული ფოტოები:

Facebook Comments
%d bloggers like this: