ესპანეთის მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ცხოვრება ნორმალურ რიტმს 26 აპრილიდან დაუბრუნდება

ესპანეთის მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ცხოვრება ნორმალურ რიტმს 26 აპრილიდან დაუბრუნდება. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის ფინანსთა მინსტრმა მარია ხესუს მონტერომ გააკეთა. ინფორმაციას ესპანური „ელ პაის“ ავრცელებს.

მისი თქმით, 26 აპრილს ამოიწურება საგანგებო მდგომარეობის ვადა და მთავრობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს „პროგრესულ ზომები, რათა მოქალაქეების ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდნენ.

მონტეროს განცხადებით, მკაცრი ზომების შემსუბუქება ეტაპობრივად მოხდება და გათვალისწინებული იქნება ექსპერტების მოსაზრებები, რათა ეპიდემიის მეორე ტალღა თავიდან იყოს აცილებული.

მინისტრის განცხადებით, ესპანეთის მთავრობა მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე მუშაობს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის.

8 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად 14 555 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Comments
%d bloggers like this: