თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვს

ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა შეაფასა.

„ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. უტარდებათ კვლევები. პაციენტების 2/3 აქვს პნევმონია. აქედან რვას ორმხრივი პნევმონია და სხვადასხვა ხარისხის სუნთქვის უკმარისობა. სიმძიმეს განაპირობებს პნევმონია, ფონური დაავადებები და ასაკი,“ – განაცხდა გოგინავამ.

ინფექციურ საავადმყოფოში 70 პაციენტმა გაიარა მკურნალობა, აქედან 35 ბინაზეა გაწერილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: