ინფექციურში მოთავსებული ორი ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება

გუშინ დილით ამ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტი იყო, დაგვემატა – 13. ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ახალი 13 პაციენტიდან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში, დანარჩენები თბილისში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ორი ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 4 მძიმე პაციენტია.

„აქედან ორთან მძიმე პნევმონიაა. თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია. 70 წელს გადაცილებულ კაცს აქვს შაქრიანი დიაბეტი. მეორესთან პრობლემა ასაკია. პაციენტები ჩვენთან გუშინ დღის მეორე ნახევარში მოათავსეს. მათ უტარდებათ კვლევები,“ – აღნიშნა ეზუგბაიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: