ირაკლი გოგავა: საქართველოს სრული უფლება აქვს, ჯანმო-ს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს აშშ-სთან ერთად

საქართველო არის ჯანმო-ს წევრი და გვაქვს სრული უფლება დავაყენოთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი აშშ-სთან ერთად,-ამის შესახებ ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც ქართულმა დიპლომატიამ აქტიურობა უნდა გამოიჩინოს.

„Foxnews: “გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების საპასუხოდ ოფიციალურ სტრუქტურებს უნდა შეეძლოთ ოჯახებში შესვლა, ვირუსით ინფიცირებული ოჯახის წევრების გამოყვანა და იზოლირება”… “სავარაუდოდ ძალის გამოყენებით” – ამატებს Foxnews -ის წამყვანი ტაკერ კარლსონი.

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ აშშ აღარ დააფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ვიდრე არ შეიცვლება მისი ხელმძღვანელობა. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აშშ-ს მისცა რეკომენდაცია არ შეეჩერებინა ფრენები ჩინეთთან. საქართველოს კი ურჩიეს, რომ მხოლოდ მომატებული ტემპერატურის მქონე მგზავრები გადაეყავანათ კარანტინში, რაც ჩვენმა ექიმებმა არ გაიზიარეს და პოტენციური საფრთხის ქვეყნებიდან ჩამოსულების აბსოლუტური უმრავლესობა 14 დღიან კარანტინში გაგზავნეს.

საქართველო არის ჯანმო-ს წევრი და გვაქვს სრული უფლება დავაყენოთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი აშშ-სთან ერთად. მაიკლ რაიანი და “ის შავგრემანი კაცი” სრული არაკომპეტენტურობის გამო უნდა გადადგნენ, ჩააბარონ გაეროს ცისფერი პასპორტი და მათი ქმედებების გამოძიება დაიწყოს! ეს სწორედ ის მომენტია, როცა ქართული დიპლომატია ბუჩქებიდან უნდა გამოვიდეს“,-წერს ირაკლი გოგავა.

Facebook Comments
%d bloggers like this: