,,მაინც მოგზავნილი მგონიხრთ ქალბატონო”-გია გაბრიჭიძე

„უსაქმური კაცი „კვერცხებში“ მახათს იყრიდაო“ – ღაღადებს ძველი ქართული სიბრძნე.
„საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკარანტინო ზონებში შექმნილი ვითარების შესწავლას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სთხოვს ინფორმაცია მიაწოდონ.“
რაღა დაგიმალოთ და ერთის შეხედვით ურიგო საქმე არ არის, მაგრამ მწარე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნინო ლომჯარიას ზუსტად ისე აინტერესებს იმ 5000 ადამიანის პირობები, როგორც მე თეთრი დათვების გამრავლების პროცესი.

მოდით პირდაპირ ვთქვათ – ამ ე.წ. „მონიტორინგის“ რეალური მიზანი ის კი არ არის, რასაც განცხადებაში გვეუბნებიან – „გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია“, არამედ ჩვეულებრივი „Данос“-ის (პრადვინუტებისთვის denunciation) დაწერა რომლსაც ე.წ. „ოპოზიციური სპექტრი“ მაშინვე აიტაცებს და კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგვაღიზიანებენ.

არადა წარმომიდგენია, თუ როგორ ივლიან მემონიტორინგე დანოსჩიკები კარანტინში დახეული ჯნსებით და როგორ მოუშლიან ნერვებს ისედაც გარკვეულ სტრესში მყოფ პერსონალს, თუ პაციენტებს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პაატა იმნეძის კომენტარი, რთ-ერთ მსგავს მემონინტორინგე ორგანიზაციაზე).
არა რა, როცა ვუყურებ ქალბატონ ლომჯარიას, რომელიც თავის უსაქმურობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 34000 დოლარს გვახდევინებს, მახსენდება ფრაზა „დათა თუთაშხიადან“ – მაინც მოგზავნილი მგონიხრთ ქალბატონო”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე 

Facebook Comments
%d bloggers like this: