საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 208-ს შეადგენს.

ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პირი რჩება.

გარდაცვლილია სამი ადამიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: