ტრამპის განცხადებით, ბრიტანეთმა აშშ-ს 200 სასუნთქი აპარატი სთხოვა

ბრიტანეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს 200 სასუნთქი აპარატი სთხოვა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს.

„დიდი ბრიტანეთი ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორია. 200 სასუნთქი აპარატი სჭირდებათ დაუყონებლივ. ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

Facebook Comments
%d bloggers like this: