ჯანმო: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.

„2 აპრილის მდგომარეობით, 709 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. 509 ადამიანი კარანტინში იმყოფება. 31 დეკემბრიდან 24 842 ადამიანი კარანტინიდან გამოვიდა“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეაში ჯანმოს წარმომადგენელმა ედვინ სალვადორმა.

ჯანმოში აღნიშნეს, რომ იანვარში ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთისგან PCR დიაგნოსტიკური ტესტებისთვის სინჯები მიიღო. ჯანომ ასევე გაუგზავნა ჩრდილოეთ კორეას დამცავი აღჭურვილობის მარაგები.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: