Twitter-ის დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის $1 მლრდ გამოყო

Twitter– ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად $1 მლრდ გამოყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც პანდემია გადაივლის, დარჩენილი თანხები გოგონების განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ იქნება მიმართული.

ცნობისთვის, ეს არის ყველაზე დიდი მოცულობის დახმარება, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის განხორციელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: