ნუ ატყუებ ხალხს! – რა მოხდა ინფიცირებული სტიქაროსნის დედის სატელეფონო ჩართვის დროს ტვ-პირველის ეთერში

არ მინდა შენი ტყუილები, ნუ ატყუებ ხალხს- ასე მიმართა სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულმა სტიქაროსანმა დედას, რომელიც tv-პირველის ეთერში სატელეფონო ჩართვისას შესაბამის უწყებებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. 

სატელეფონო ჩართვის სრული ვერსია ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 22:00 საათისთვის დააანონსა, თუმცა 22:00 სთ-ზე გასულ ვრცელ სიუჟეტში, რომელიც სტიქაროსნის ოჯახის დაინფიცირებას ეხებოდა, დედის სატელეფონო ჩართვიდან  ფრაგმენტი, სადაც კარგად ისმის „ნუ ატყუებ ხალხს“  ამოჭრილი იყო. 

სტიქაროსნის დედის თქმით, მეზობლების დაინფიცირების შემდეგ კორპუსიში არავინ მისულა და დეზინფექცია არ ჩაუტარებია. მისივე თქმით, შესაბამისმა სტრუქტურებმა არ მიაქციეს ყურადღება, როდესაც მან დარეკა და ბაბუის საეჭვო სიმპტომებზე შეატყობინა. 

სტიქაროსნის დედა აცხადებს, რომ ვირუსი ოჯახს მეზობელი ოჯახიდან გადაედო, რომლის წევრებსაც კოვიდ19 26 მარტს დაუდასტურდათ. საუბარია რომანოვების კლასტერზე. აღნიშნული ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმ რესტორანში მუშაობდა მომღერლად, სადაც ადამიანები ორმოცზე იმყოფებოდნენ. სტიქაროსნის დედის თქმით, მეზობლების დაინფიცირების შემდეგ კორპუსიში არავინ მისულა და დეზინფექცია არ ჩაუტარებია. მისივე თქმით, შესაბამისმა სტრუქტურებმა არ მიაქციეს ყურადღება, როდესაც მან დარეკა და ბაბუის საეჭვო სიმპტომებზე შეატყობინა. 

„ მამაჩემი შეიძლება ვერ გადარჩეს, აპარატზეა მიერთებული. 26 მარტს დატრიალდა უბედურება, 4 მეზობელი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ, იმ დღესვე დავრეკე მერიაში, ვითხოვე ყურადღება, კაციშვილმა ყურადღება არ მომაქცია. შეხება მეზობლებთან არ მქონია, მაგრამ საერთო ლიფტით ხომ ვსარგებლობთ. სასწრაფოში მითხრს, დარჩით სახლში და ექიმი გამოიძახეთო, კაცს 40 ჰქონდა სიცხე, დავრეკე უბნის ექიმთან, რომელმაც მითხრა, სახლში არ დავდივარო. ჩავედი კორონიანი ქუჩაში, გავაჩერე ტაქსი, მოვიყვანე საავადმყოფოში, 50 კაცი მომეხმარა გადაყვანაში, ისინი ხომ ყველა დავაინფიცირე“,-ამბობს სტიქაროსნის დედა, რა დროსაც ისმის ხმები: „არ მინდა შენი ტყულები რა, ნუ ატყებს ხალხს“ და „გიორგი, გიორგი“.

სტიქაროსნის ოჯახის 4 წევრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათგან შედარებით მძიმეა ბაბუის მდგომარეობა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: