ანიტა ფაცაციას მამა მოხალისეა

ინდოეთის კლინიკაში გარდაცვლილი 2 წლის ანიტა ფაცაციას მამა, გიორგი ფაცაცია თბილისში მცხოვრებ პენსიონერებსა და უმწეოებს მოხალისედ ეხმარება,- ამის შესახებ ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე წერს და წითელი ჯვრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს აზიარებს. 

„ხანდაზმულებს პროდუქტს ურიგებენ, ლაშა გურგენიძეს რომ არ დაედო ფოტო, ვერც გავიგებდი“,-წერს თამუნა გლურჯიძე. 

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში საბურთალოს რაიონში მარტოხელა ხანდაზმულებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები დაურიგდათ“,-წერია საქართველოს წითელი ჯვრის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-სტატუსში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: