გადარჩენილთათვის ეს ტრაგედია ადამიანობის მასწავლებელია-სვიმონ მასხარაშვილი

,,დარწმუნებული ვარ, ამიერიდან, ყოველი ჩვენთაგანი ერთიორად დააფასებს ყველა უდანაშაულო პატიმარს, უსინათლოებს, ხეიბრებს, ბერ-მონაზვნებს, რომელთაც არათუ რამდენიმე კვირით, არამედ ათწლეულობით და ხშირად სამუდამოდ შეზღუდული ჰქონდათ და აქვთ ხორციელი თავისუფლება.

მჯერა, კორონას წყალობით, გაცილებით უფრო კაცთმოყვარენი და სათნონი გავხდებით. ვიგრძნობთ, რაოდენ მძიმეა, როდესაც შველას ითხოვ და არ ან ვერ გშველიან ( რაც ამ დღეებში მრავლად ხდება იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში ) და , სამომავლოდ, მჯერა , ნაკლებად დავიზარებთ ერთმანეთის სამსახურს.

ძალზედ სამწუხაროა, რომ კორონას მიზეზით ათასობით ადამიანი იღუპება, ამასთან, გადარჩენილთათვის ეს ტრაგედია ადამიანობის მასწავლებელია. ალბათ, გაცილებით მეტად უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს , ამასაც ვხვდებით ამ შინჩაკეტილობის წყალობით, რადგან ყოველდღიურად უფრო და უფრო მძლავრად ვგრძნობთ , ცარიელი ქუჩები და მონატრება გვაგრძნობინებს, როგორ გვაკლია მეგობრების, მეზობლების, უბნელების, ნათესავების , თანამემამულეების ხორციელად ხილვა, მათთან საუბარი, ლხინი, კამათი. .

.ვხვდებით, რომ გაცილებით მეტად გვყვარებია ერთმანეთი, ვიდრე გვეგონა და ნებისმიერ საგანძურზე და სახელზე მეტი სწორედ ეს სიყვარული ყოფილა!

 მენატრებით ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო!-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სვიმონ მასხარაშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: