თენგიზ ცერცვაძე: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად დასრულდება საგანგებო მდგომარეობა

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით გაგრძელდეს, შესაძლოა, 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საგანგემო მდგომარეობით გათვალიწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ და მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

„მთავარია მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს რეკომენდაციები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს. პირდაპირ მივმართავ მოსახლეობას: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო სწრაფად დასრულდება საგანგებო პერიოდი. ეს არის აუცილებელი. ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ეპიდემია რაც შეიძლება მალე წავიდეს დაბლა, იმისთვის, რომ გავხსნათ ქვეყნის ეკონომიკა.

Facebook Comments
%d bloggers like this: