კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევა სვანეთში პირველად გამოვლინდა

მამაკაცი, რომელმაც ლენტეხში კორონავირუსი ჩაიტანა, ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება.

53 წლის მამაკაცი თბილისიდან ლენტეხში ჩავიდა, სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც 30-40 კაცამდე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი სუფრაზე პირბადით იმყოფებოდა.

დღეს 12 საათზე ცაგერის საკრებულოში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ განთავსდება სამი ბლოკპოსტი. გადაადგილების მსურველებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

მამაკაცს კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო, რომელსაც თავის მხრივ, მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში მუშაობს.

მამაკაცი ნამყოფია ცაგერის ყველაზე დიდ მაღაზიაში, ასევე ერთ-ერთ ოჯახში, სადაც სტუმრად ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იზრდება რეგიონული კლასტერების რაოდენობა.

კორონავირუსთან ბრძოლის ყვველაზე ქმედით საშუალებად კი, სოციალური დისტანცირება რჩება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: